“არ მახსოვს, თავი დავარტყი, თუ რაღაც მომხვდა, ვიგრძენი ტკივილი, რამაც გონების კარგვა გამოიწვია“ - “ტვ პირველის“ ოპერატორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება
ძალადობა აქტივისატებზე - კლინიკაში მოთავსებულ მოქალაქეებს შორისაა “ტვ პირველის“ ოპერატორი, ნიკო კოკაია, რომელმაც საპატრულო პოლიციის მიერ მოწყობილ ჭყლეტაში ფიზიკური დაზიანებები მიიღო.
ნიკო კოკაიას თავის ტვინის შერყევა აღენიშნება და ამ დრომდე, კლინიკა “ვივა მედში“ მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
სამართალდამცველები იყვნენ საკმაოდ აგრესიულები, ხელს გვიშლიდნენ მუშაობაში, ხელს გვკრავდნენ, რომ არ გადაგვეღო. ერთ-ერთ ეპიზოდში პოლიციელებმა დაიწყეს ჭყლეტვა ამ ხალხის, მე ვიდექი ისეთ ადგიოლას, სადაც იყო ალბათ გზის უკანასკნელი პიკი, რომლის იქეთაც ვეღარ მივდიოდი. ამ ჩოჩქოლსა და დაკავებებში არ მახსოვს, თავი დავარტყი, თუ რაღაც მომხვდა, მაგრამ ვიგრძენი თავის ტკივილი, რამაც გონების კარგვა გამოიწვია. შემდეგ გადამიყვანეს საავადმყოფოში, მძიმე ტვინის შერყევით, და ასევე , მივიღე კისრის ღრძობა დაჭიმულობა, რის გამოც მაქვს ტკივილები, ჯერჯერობით, ვრჩები კლინიკაში“, - ამბობს ნიკო კოკაია.