პირველი ინტერვიუ კაცთან, რომელსაც გომელაურის რაზმმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა
“ტვ პირველმა“ ჩაწერა პირველი სატელეფონ ინტერვიუ იმ 29 წლის ახალგაზრდასთან, რომელსაც გომელაურის ბანდამ განსაკუთრებული სისასტიკით სცემა.
როგორც ირკვევა, გედევან კუპრავა ჯერ გაიტაცეს, შემდეგ “ხარებას“ კორიდორში გაატარეს, ბოლოს კი ზვიად ხარაზიშვილის მითითებით, ნიღბიანებმა დაკავების მანქანასთან სასტიკად სცემეს.
ახალგაზრდა ღამით ინგოროყვას კლინიკაში მოათავსეს.
დაჭერის მომენტში მირტყეს, მერე ცოტა მიმათრევდნენ, მერე აშკარად სხვა ხელებში გადავედი დარის ნაცვლად ოთხნი იყვნენ, ვიდრე მივყავდი ისინი გზაში სახეში მუშტებს მირტყამდნენ, მოწოდებაც არ იყო, უბრალოდ მაგინებდნენ და მირტყამდნენ, ყველა ნიჭბიანი იყო, ვერანაირი ნიშანი ვერ ვანხე, რითიც შეიძლება ამომეცნო რომელიმე, ჩემი მხრიდან არ ყოფილა არანაირი გინება, ან რამე, ერთადერთი იყო, რომე ჩემს გვერდით ქალი გადათელეს და ვთხოვდი, რომ ცოტა ფრთხილად ყოფილიყვნენ, რადგან გოგოები და ქალები იყვნენ ადგილზე, ეს იყო მაპროვოცირებელი ჩემი დაკავების. თავიდან წამიყვანეს განყოფილებაში, ვარკეთილში, სადაც დამეწყო თავბრუსხვევები და გულის რევის შეგრძნებები, რაზედაც იეჭვეს, რომ ტვინის შერყევა ხომ არ მქონდა დ აგადამიყვანეს კლინიკაში, სადაც ექიმებმა გადაწყვიტეს, რომ უნდა დავეტოვებინე“,- უყვება “პირველებს“ კუპრავა.
გედევან კუპრავას თქმით, მან უკვე მიმართა სახალხო დამცველს და ომბუდსმენის აპარატი უკვე საქმის კურსშია იმ სასტიკ ანგარიშსწორებაზე, რომესაც გუშინ თბილის მოლთან ჰქონდა ადგილი. მისმა ადვოკატმა მიიღო გარანტიები, რომ ისინი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავენ.
კადრებში ჩანს როგორ დააკავეს, როგორ ურტყამდნენ თავის და სახის მიმართულებით, ეს აისახა მის მდგომარეობაზე და მას ტვინს შერყევა და ცხვირის ძვლის მოტეხილობა ჰქონდა. კონკრეტული მუხლი, სავარაუდოდ, პოლიციელის დაუმორჩილებლობა და წვრილმანი ხულიგნობაა.
სახალხო დამცველთან გვქონდა კომუნიკაცია, მან განგვიმარტა, რომ მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, თუ არადა მე ჩვენ მივმართავთ“, - განაცხადა ადვოკატმა.