ფარული ჩანაწერების სკანდალი - საპატრიარქო სამართლებრივ დავას გამორიცხავს

14.09.21 13:17
ფარული ჩანაწერების სკანდალი - საპატრიარქო სამართლებრივ დავას გამორიცხავს

ფარული ჩანაწერების სკანდალი - საპატრიარქოს იურისტი ამბობს, რომ სავარაუდოდ, სუს-იდან გამოტანილი ე.წ. დანოსების საკითხი სამართლებრივი დავის წამოწყების საფუძველს არ იძლევა. 

რამდენი სისულელეც გავა, იმდენი სამართლებრივი დავის დაწყებას ჩვენ არ ვაპირებთ. ის, რაც მოვისმინე, სამართლებრივად სისულელეა. დასამალი არაფერი მაქვს, აბსოლუტურად არაფერი. ვისაც უნდა მისმინოს და რაც უნდა, ის გააკეთოს"- აცხადებს ედიშერ ქარჩავა. 

გავრცელებული სკანდალური დოკუმენტების მიხედვით, აგენტურული ქსელი საქართველოს საპატრიარქოშიც მუშაობდა.