საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ბიძგები თბილისის დროით 12:33 საათზე სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.
მიწისძვრის სიმძლავრე 3.2 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.