განყოფილებაში დგებუაძე მირტყამდა - ირემაძე

04.02.25 00:11
განყოფილებაში დგებუაძე მირტყამდა - ირემაძე

2025 წლის 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული მალხაზ ირემაძე ირაკლი დგებუაძეს ძალადობაში ამხელს.

მალხაზ ირემაძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ მისთვის ხელბორკილების დადებისა და განყოფილებაში გადაყვანის შემდეგ, პოლიციის მაღალჩინოსანმა სახის არეში არაერთხელ დაარტყა. 

თავს მარტყმევინებს, მირტყმას, მირტყამს. მარცხენაში ისე დამარტყა, რომ ვერ ვხედავ. ეს ჩემი დაზიანება დაფიქსირებულია. მირტყამდა და მერე ერთმა გამწია, როგორ ურტყამ დაჭერილსო. დიდ ჰოლში აყურებინა, ყველა პოლიციელი გამოვიდა კაბინეტიდან და ესე მცემდა და მერე დამიბნელდა, რაღაცები აღარ მახსოვს. ჩემი თვალის დაზიანება არაფერი, უბრალოდ პოლიციის უფროსი რომ არის და ასეთ რაღაცას აკეთებს... უნდა ვუთხრათ ხალხს, ჩვენს ქალაქში რა ხდება და როგორი ადამიანები არიან. მიწვევდა კიდევაც. მზიას ასმენინებდა ამ ყველაფერს", - ამბობს მალხაზ ირემაძე.

ცნობისთვის, მალხაზ ირემაძე 11 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მას 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. 

მსგავსი სიახლეები