არალეგიტიმური პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია - "ოცნებამ" ჟურნალისტებს შეზღუდვები დაუწესა

04.02.25 10:17
არალეგიტიმური პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია - "ოცნებამ" ჟურნალისტებს შეზღუდვები დაუწესა

არალეგიტიმური პარლამენტის პირველი საგაზაფხულო სესია მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება -საკანონმდებლო ორგანოში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

ასევე "ოცნებამ" შეზღუდვები დაუწესა საპარლამენტო ჟურნალისტებს, მათ მხოლოდ შემოსაზღვრულ მონაკვეთში შეუძლიათ მოძრაობა. მედიის წარმომადგენლებს ასევე არ შეუძლიათ სხვადასხვა სართულებზე გადაადგილება. საკანონმდებლო ორგანოში ასევე ჩაკეტილია ყველა აივანი.

პარლამენტს თავდაპირველად, ბიძინა ივანიშვილის პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი მიმართავს. ამის შემდეგ სიტყვით ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ივანიშვილის უმრავლესობის ლიდერი გამოვა.

სესია სადაც დასანქცირებული ოლიგარქის მთავრობას და პრემიერს ელოდებიან,  12 საათზე იწყება, თუმცა დარბაზში მხოლოდ "ოცნება" იქნება. საგაზფხულო სესიის პირველ სხოდმას არც დიპლომატიური კორპუსი დაესწრება.

რას ნიშნავს უსაფრთხოების ყვითელი დონე:

  • ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
  • დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
  • შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.