ახალი მტკიცებულებები ხარებას რაზმის წინააღმდეგ - სპეცრაზმის სისასტიკეს მომიტინგეები ამხელენ
მშვიდობიანი დემონსტრანტები ციხეში, მოძალადე ხარება კი თავისუფლებაზე - გდდ-ს შეფის ბანდის კიდევ ერთმა მსხვერპლმა კლინიკა უმძიმესი დაზიანებებით დატოვა. "პირველების" მოპოვებული ინფომაციით, ზურა შონია ის ახალგაზრდაა, რომელიც ხარებასთან მიიყვანეს და ომონის შეფის ჯალათები გაუსწორდნენ, თუმცა დეტალებზე დღეს ის არ საუბრობს.
ზუკა შონია საპროტეტო აქციების აქტიური მონაწილეა. ჯერ კიდევ, შემოდგომის აქციებზე, პროფესიით მზარეულმა, თავი ყველას რუსთაველის გამზირზე, სახელდახელოდ მოწყობილი კაფეტერიით დაამახსოვრდა. მომიტინგე ისტორიით, ახლა ემზადება წამების და ძალადობის დეტალების მოსამრთლის წინაშე მოყვეს.
2 თებერვალს, მასობრივი ძალადობიდან 48 საათი გავიდა და ჯერ არვინ არის დასჯილი. ხარებას რაზმი ურტყამდა ყველას, ვისაც მისწვდნენ. მათი სამიზნე აღმოჩნდნენ ქალებიც. სასტიკად სცემეს პედაგოგიც. თეონა ბექიშვილი თბილისი მოლთან ჭყლეტვაში მოხვდა, მას ხელი ჰკრეს, ძირს დააგდეს და ფეხებით გადაუარეს. შავნიღბიანები ცდილობდნენ მის დაკავებასაც, თუმცა ქალი მომიტინგეებმა გადაარჩინეს.
ვრცლად ნახეთ ნინო ღვედაშვილის რეპორტაჟში.