რეპრესიები საზმაუზე - "მოამბის" წამყვანი სამსახურიდან გაუშვეს

04.02.25 21:09
რეპრესიები საზმაუზე - "მოამბის" წამყვანი სამსახურიდან გაუშვეს

ვასილ ივანოვ ჩიქოვანი "მოამბეს" აღარ წაიყვანს. ტელეწამყვანი, რომელიც სინდისის პატიმარს სოლიდარობას პირდაპირ ეთერში უცხადებდა, სამაგალითოდ დასაჯეს. დღეს ვასილ ივანოვ ჩიქოვანს მისწერეს, რომ თანამშრომლებს შორის დაპირისპირების თავიდან ასარიდებლად, ის 6 საათიანი გამოშვების წამყვანობიდან მოხსნილია. 

ვიდრე წამყვანს, რომელიც საზოგადებრივი მაუწყებლის ხალხის სამსახურში ყოფნას ითხოვს სამაგლითოდ დასჯიდნენ, ბორდის სხდომაზე მისი პროდიუსერები მიიყვანეს. ეს ყვლაფერი იმიტირებულ ამბოხებას ჰგავდა. "მოამბის" ყველა პროდიუსერმა თქვა, რომ არ მოამზადებენ იმ გამოშვებას, რომელსაც ვასილ ივანოვი ჩიქოვანი წიაყვანს.  

პროდიუსერები, ვინც დღეს პირველი არხის წამყვანს გაემიჯნა, საჯარო პროტესტი არ გამოუთავქამთ მაშინ, როდესაც მათივე ნაცემი თანამშრომლის ამბავი პირველმა არხმა არ გააშუქა. ვასილ ივანოვ ჩიქოვანი ერთ-ერთი იყო, რომელიც დაბლოკილი ახალი ამბების გამო, პასუხს ბორდის სდომაზე საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღალფერიძეს სთხოვდა. 

ვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები