კობა ხაბაზი სასამართლოში დაიბარეს
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა ხაბაზი სასამართლოში დაიბარეს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს და სასამართლო უწყებას აქვეყნებს.
მისი თქმით, სასამართლო პროცესი ხვალ, 14:00 საათზეა ჩანიშნული.
“უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს“, - წერს ხაბაზი.
ჩამაბარეს უწყება. ხვალ, 5 თებერვალს 14.00 საათზე სასამართლოში ვარ დაბარებული.
უნივერსიტეტთან გზის გადაკეტვაში მდებენ ბრალს.
ისე სხვათაშორის, წარმოვიდგინე მე რომ გზის გადაკეტვისთვის მასამართლებენ, ის მოძალადეები, ლამის სასიკვდილოდ რომ მცემეს, რა დღეში ეყოლებათ, ალბათ საკნებში ყავთ გამომწყვდეული მეთქი“, - წერს პოლიტიკოსი.