გიორგი ქადაგიძის სასამართლო პროცესი გადაიდო
სანაპიროზე საპროტესტო მსვლელობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებული ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ გამოაცხადა.
კერძოდ, მოსამართლემ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა პროცესის გადადებასთან დაკავშირებით.
სხდომა საქმეზე 7 თებერვალს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.