გასაიდუმლოებული შეხვედრა "ოცნებაში" - "მსჯელობენ, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გამოაქვეყნონ თუ არა"

14.09.21 15:17
გასაიდუმლოებული შეხვედრა "ოცნებაში" - "მსჯელობენ, პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები გამოაქვეყნონ თუ არა"

,,ოცნება" მიხვდა, რომ სკანდალური ფაილები მათ წალეკავს, ამიტომ მსჯელობენ, ხომ არ გამოაგდონ წინასაარჩევნოდ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები - ამის შესახებ ,,მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ტვ პირველის გადაცემა ,,დღის ამბებში" ჩართვისას განაცხადა. ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ,,ქართულ ოცნებაში" შეეცდება, საიდუმლო ფაილების სკანდალი ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების  კომპრომატებით გადაფაროს.

ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით სუს-მაც დაიწყო გამოძიება, ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მათ იცოდნენ, რომ საიდუმლო მასალებმა სისტემიდან გაჟონა. ჩვენი ინფორმაციით, ეს ბატონი ნემსაძის მიერ არის გამოტანილი, სისტემის სამხილებლად და არა სავაჭროდ, ამის მერე ამ კაცმა თავი მოიკლა, ეს მაღალი ხარისხის ვარაუდია, მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ. 

რა მოხდა გუშინ ,,ქართული ოცნების" ოფისში? არ ვიცი, რა მოყვა ამაზე შალვა პაპუაშვილმა, მაგრამ გუშინ იმსჯელეს ძალიან ბევრი და მიხვდნენ, რომ ძალიან დიდი უბედურება ტრიალებს მათს თავზე, ყველამ იცის ,,ქართულ ოცნებაში", რომ მათაც უსმენენ, მათზეც აქვთ ჩანაწერები, იმსჯელეს ,,ოცნებაში" და მიხვდნენ, რომ ეს მათ წალეკავს და ამაზე მიდის მსჯელობა, ხომ არ გამოაქვეყნონ პირადი ცხოვრების ამსახველი ფაქტები ჟურნალისტების, პოლიტიკოსების. მერე რომ თქვან, ეს ხომ ვრცელდებოდა, აი, ახლა ეს გავრცელდა. ამაზე მიმდინარეობს მსჯელობა. ისინი ამ გადაწყვეტილებასთან ახლოს არიან - განაცხადა ნიკა გვარამიამ.