პოლიტიკოსები, აქტივისტები, ცნობილი სახეები - საქალაქოში უკანონოდ დაკავებულების პროცესები იმართება

04.02.25 20:38
პოლიტიკოსები, აქტივისტები, ცნობილი სახეები - საქალაქოში უკანონოდ დაკავებულების პროცესები იმართება

კაცი, ვისაც ხარებამ წიხლი ჩაარტყა, ორი ათასი ლარით დააჯარიმეს. მამუკა დიასამიძე სამართალდამრღვევად მოსამართლემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. ვინც სისხლის სამართლის მუხლს გადაურჩა, ამ წუთებში ადმინისტრაციული წესით ასამართლებენ. თბილისის მოლთან უკანონოდ დაკავებულები განსასჯელის სკამზე მოსამართლის ვერდიქტს ელოდებიან.   

საქალაქო სასამართლო უკანონო პატიმრებით სავსეა. ბრალდებულებს შორის არიან პოლიტიკოსები, აქტივისტები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები. დღესვე სასამართლოში დაკავებული გიორგი ქადაგიძეც მიიყვანეს, მაგრამ ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის პროცესი ადვოკატის შუამდგომლობით 7 თებერვლამდე გადაიდო.  

პროცესებზე მოწმეებად ტრადიციულად პოლიციელები ჰყავთ მიყვანილები, რომლებიც, მომიტინგეების თქმით, მათ დაკავებაში საერთოდ არ მონაწილეობდნენ.

რა ხდება საქალაქო სასამართლოში ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის ჩართვაში. 

მსგავსი სიახლეები