ბადრი გრიგალაშვილი, რომელიც პოლიციამ უმოწყალოდ სცემა, 2500 ლარით დააჯარიმეს

04.02.25 20:48
ბადრი გრიგალაშვილი, რომელიც პოლიციამ უმოწყალოდ სცემა, 2500 ლარით დააჯარიმეს

 

 

ბადრი გრიგალაშვილი, რომელიც პოლიციამ უმოწყალოდ სცემა, 2500 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. 

გრიგალაშვილი ამბობს, რომ სამართალდამრღვევად პოლიციელების ცრუ ჩვენებების საფუძველზე ცნეს. 

როგორც ხდება ხოლმე, პოლიციელების ცრუ ჩვენებების საფუძველზე დავჯარიმდი, მცნეს სამართალდამრღევად, რაც არის ჩვეულებრივად რეპრესიების ერთ-ერთი ნაწილი, რომ დემონსტრანტებს, რომლებიც ამ ხელისუფლების წინააღმდეგ მიდიან და არ ეგუებიან ამ რეჟიმს, ცდილობენ, რომ შეგვაშინონ. 

უშუალოდ ჩემს დაკავებას რაც შეეხება, ვიდექი მშვიდობიანად მოლის ტერიტორიაზე, შემაღლებულ ადგილზე, გდდ-ს თანამშრომელი მწვდა. ე.წ. ხარებას რაზმის წევრი, გამატარეს ცემის კორიდორი, ძირს დამაგდეს, მერე მიკროავტობუსშიც როცა ამიყვანეს, იქაც განაგძეს ფიზიკური ანგარიშსწორება, წაგვართვეს ვინც ვიყავით კუთვნილი მობილური ტელეფონები და ცხადია, არავის დაუბრუნებია, - ამბობს გრიგალაშვილი. 

მსგავსი სიახლეები