კიდევ ერთი რეპრესიული გადაწყვეტილება - სტუდენტი ლუკა თეთრაძე 2500 ლარით დააჯარიმეს
კიდევ ერთი რეპრესიული გადაწყვეტილება - სანქცირებულმა მოსამართლე ცეკვავამ სტუდენტი 2500 ლარით დააჯარიმა. ლუკა თეთრაძეს რეჟიმი პოლიციისადმი დაუმორჩლებლობას და შეურაცხყოფას ედავებოდა.
თავად ახალგაზრდა ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია.
სასამართლო მედავებოდა დაუმორჩლებლობას და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რაც სრული აბსურდია. ასევე მედავებოდნენ, რომ გზის სავალ ნაწილს ვკეტავდი. კი, ბატონო, აქციის მონაწილეები ვმოქმედებდით ჩვენი უფლებების ჩარჩოებში და პოლიციას არანაირი პრობლემა არ ჰქონდა, თუმცა მერე, რატომღაც გადაწყვიტეს ჩემი დაკავება, - ამბობს ლუკა თეთრაძე.