მზია ამაღლობელი “ვივამედში“ სამკურნალოდ დატოვეს

"ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" დამფუძნებელი, ჟურნალისტი, მზია ამღლობელი სამკურნალოდ “ვივამედში“ დატოვეს.
ინფორმაცია “პირველებს“ კლინიკის დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დაუდასტურა.
მისი თქმით, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, ჟურნალისტს სტაციონალური მკურნალობა შესთავაზეს, რაზედაც ის დასთანხმდა.
მე შემიძლია დაგიდასტუროთ ინფორმაცია, რომ კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი, მას ჩაუტარდა ლაბორატორიული და ისნტრუმენტალური კვლევები. ნანახი იქნა პასუხები და პაციენტს შევთავაზეთ სტაციონალური მკურნალობა, რაზედაც ის დასთანხმდა. ის იმყოფება სტაციონარში. მდგომარეობა - რა თქმა უნდა, იყო ცვლილებები კვლვევის შედეგებში და საჭირო გახდა, მისი ჰოსპიტალურ პირობებში მკურნალობა “, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე თქმით, ამაღლობელს შიმშილობა არ შეუწყვეტია და ის კვლავ შიმშილობს.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი 24 დღეა შიმშილობს.