საჭირო გახდა ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება - “ვივამედის“ დირექტორი მზია ამაღლობელზე
კლინიკა “ვივამედის“ დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე აცხადებს, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას.
ჩხაიძის თქმით, ლაბორატორიული კვლევის შედეგებში იყო ცვლილებები და საჭირო გახდა მკურნალობის გაგრძელება კლინიკის პირობებში.
კლინიკაში შემოვიდა პაციენტი ამაღლობელი, მას ჩაუტარდა. მას ჩაუტარდა აუცილებელი ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები. ნანახი იქნა შედეგები და პაციენტს შეთავაზებულ ექნა სტაციონარული მკურნალობა, რაზეც პაციენტი დათანხმდა და იმყოფება სტაციონარში სტაციონარულ მკურნალობაზე. მდგომარეობა - რა თქმა უნდა იყო ცვლილებები ლაბორატორიული კვლევის შედეგებში და ამიტომ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტლის პირობებში მკურნალობის გაგრძელება”, - აცხადებს ჩხაიძე „ტვ პირველთან“.
მისივე თქმით, ამაღლობელს შიმშილობა არ შეუწყვეტია და ის კვლავ შიმშილობს.
შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელი, რომელიც 24 დღეა შიმშილობს, კლინიკაში ცოტა ხნის წინ გადაიყვანეს.