ცდილობენ რუსული და ბელორუსული მეთოდების გამოყენებას, რადგან იქ ასე შეძლეს კრიტიკული აზრის გადატეხა -ქადაგიძე

04.02.25 22:44
ცდილობენ რუსული და ბელორუსული მეთოდების გამოყენებას, რადგან იქ ასე შეძლეს კრიტიკული აზრის გადატეხა -ქადაგიძე

ეს ადამიანები ცდილობენ რუსული და ბელორუსული მეთოდების გამოყენებას, რადგან იქ ასე შეძლეს გადატეხა კრიტიკული აზრის, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

ქადაგიძე დარწმუნებულია, რომ საქართველოში დიქტატურა არ გამოუვათ.

ეს ადამიანები ცდილობენ რუსული და ბელორუსული მეთოდების გამოყენებას, რადგან იქ ასე შეძლეს გადატეხა კრიტიკული აზრის, სამოქალაქო აზრის და სოციალურად აქტიური ადამიანების და ჩახშობა იმ მუხტის და მიიღეს დიქტატურა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ეს არ გამოუვათ, დარწმუნებული ვარ იმ საუბრების მოსმენის შემდეგ, რაც არის ადაკავებულ ადამიანებში. ამ ადამიანებს, ვინც ამ დავალებებს გასცემს, იმ მიზნით, რომ აი, ამას გადავტეხავთ და ბოლოშია პროცესი, უბრალოდ არ ესმით, რომ უკან დასახევი არ გვაქვს. არსად გაქცევას, ქვეყნის დატოვებას და ჩაბარებას არ ვაპირებთ, ურბალოდ შეუძლებელია, ჩვენ აღმოვჩნდეთ თაობა, რომელიც ჩავაბარებთ ამ ქვეყანას და ბოლომდე გავაფორმებთ, ეს შეუძლებელია.

თავისუფლება ყველა პოლიპატიმარს, სისტემის ტყვეს და გამძლეობა, დარმწუნებული ვარ, რომ ეს საშინელი პერიოდი საქართველოს ისტორიაში დასრულდება ქართული საზოგადოების გამარჯვებით ძალიან სწრაფად“, - განაცხადა ქადაგიძემ.

მსგავსი სიახლეები