“ხარება“ ხელმძღვანელობაზე გაბუტული იყო, სპეცრაზმი არ გაიყვანა - შაიშმელაშვილი
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის, ირაკლი შაიშმელაშვილის თქმით, გაზაფხულის აქციებზე გდდ-ის შეფი ხელმძღვანელობაზე გაბრაზებული იყო და სპეცრაზმი არ გაიყვანა.
როგორც შაიშმელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა, “ხელმძღვანელბაზე იყო გაბუტული და კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახდა“.
მისივე თქმით, ის ან გომელაურს, ან სოსო ჭელიძეს გაებუტა, რადგან სავარაუდოდ, მათ დატუქსეს.
სადაც ხარაზიშვილი ჩნდება, იქ თვითონ გასცემს ბრძანებებს, ეგ არც ვაჟა სირაძეს და არც კუპატაძეს და არც თამაზაშვილს პატივს არ სცემს და ბევრჯერ მოუხსენებია უშვერი სიტყვებით. გაზაფხულის აქციებზე, ახალგაზრდებს რომ სცემა, ეტყობა უსაყვედურეს და გაბუტული იყო, სამი თუ ოთხი დღე, საერთოდ არ ერთვებოდა ამოცანაში. ჩვენი ქვედანაყოფები გადიოდნენ, კანცელარიის მიმართულებით შედიოდნენ, მაგრამ ამოცნაში არ ერთვებოდა. ხელმძღვანელბაზე იყო გაბუტული კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახის ეგ. ამათმა სისტემა გააუბედურეს. ყველაზე მძიმე სანახავი ეს არის. სისტემა აღარ არსებობს. თუ რამე შეიცვალა ამის ჩამოყალიბებას წლები დასჭირდება, ეს ნიშანვს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.