დაკავებებში და ცემაში მონაწილეობენ მთლიანობაში 300 ადამიანი, რომელიც უშუალოდ “ხარებას“ ჰყავს დაკომპლექტებული- შაიშმელაშვილი
ვინ მონაწილეობს და ასევე ვინ ატრენინგებს იმ ხალხს, რომლებიც დარბევებში, დაკავებებში და ცემაში მონაწილეობენ- ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ ისინი უშუალოდ “ხარებას“ ჰყავს დაკომპლექტებული და მათი აბსოლუტური ნდობა აქვს.
მისი თქმით, ყველა მათგანი მას სათითაოდ ჰყავს გავლილი და აბსოლუტური ნდობა აქვს, რომ ისინი კითხვას არ დასვამენ.
“ეტყვის, წადი დააკავეთ, აკავებენ“
დაკავებებში, ცემაში და მორბენალებში მონაწილეობენ მთლიანობაში 300 ადამიანი, რომელიც უშუალოდ ხარებას ჰყავს დაკომპლექტებული, როგორც ხელმძღვანელი რგოლი, ისე რიგითი თანამშრომელი, სათითაოდ ჰყავს გავლილი და აბსოლუტური ნდობა აქვს, რომ ისინი კითხვას არ დასვამენ, ეტყვის, წადი დააკავეთ, აკავებენ. მაგიტომ ხდება მერე სასამართლოზე, როგორ წარუდგინონ ბრალი? გამოყავთ მერე საწყალი თანამშრომლები საპატრულო პოლიციიდან და ათას რაღაცას იგონებენ.
ასევე მონაწილეობენ სასაზღვრო პოლიცია, რომელსაც ამის ლეგიტიმაცია აქვს და ვერ მოედავები. ის ყველა ადამიანურ რესურსს იყენებს, მით უფრო, როცა ეს აქციები უწყვეტად მიმდინარეობს. ყველაზე აგრესიული ვინ არის, კრიმინალური, სასაზღვრო თუ საპატრულო, ასე ვერ იტყვი, რადგან ყველა ცუდად იქცევა, თუმცა ძირითადი ბირთვი, ვინც ასე ცუდად იქცევა არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. სპეციალურად ხდება ამ ადამიანების დამუშავება, რომ დაითესოს შიში. სახელმწიფოც დაიღალა, ხარება მათთვის ალბათ ჟუკოვია და ჰგონიათ, რომ სერიოზული პიროვნება, რომელიც ეუბნება, რომ ძალისმიერი მეთოდებით მოაგვარებს საქმეს და მისცეს კარტბლანში. არანაირი განხილვა და სტრატეგია არ ხდება. ეს ხდება ქუჩურად, ასეთი საუბრებით დაგეგმავენ და მოდიან და ამას აკეთებენ“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“.