შაიშმელაშვილის ინფორმაციით, სამინისტროებში ჰყავთ ე.წ. დოქსოპულოები, რომლებიც შავ სიებს აკეთებენ
გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსანი, ირაკლი შაიშმელაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის, პრემიერის და მინისტრების დონეზე აანონსებენ ე.წ შავი სიების შექმნას.
მისი თქმით, სამინისტროებში ჰყავთ ე.წ. დოქსოპულოები, რომლებიც ამ სიებს აკეთებენ.
“ესე დგანან ეს დოქსოპულოები უკანა თათებზე და ელოდებიან, როდის შევიდნენ დირექტორთან“, - ამბობს შაიშმელაშვილი გადაცემა “რეაქციაში“.
პარლამენტის, პრემიერის, მინისტრების დონეზე აანონსებენ ე.წ შავი სიების შექმნას. უკვე მიდის ამაზე საუბარი, გააკეთებენ, სამინისტროებში ჰყავთ ე.წ. დოქსოპულოები, რომლებიც აკეთებენ ამ სიებს. თუ ამათმა ეს დიქტატურა გაამყარეს, ხვალ ვის უნდა მიადგნენ. ესე დგანან ეს დოქსოპულოები უკანა თათებზე, როდის შევიდნენ დირექტორის მიადგილესთან, დირექტორთან, რომ მოახსენონ, რომ გამოჩხრიკეს ადამიანები, რომლებიც შესაძლოა, “ოცნების“ მტრები იყვნენ. ასევე მიდის განხილვები, ვინ რამდენს სცემა აქციაზე, როგორ სცემა, პრემიების რანჟირებაც ამის მიხედვით ხდება- ვიღაცას 500, ვიღაცას 2000 ლარი. აი, ასეთად აქციეს სისტემა“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.