მზია ამაღლობელი და სხვა ჟურნალისტები “ოცნებისთვის“ ყელში გაჩხირული ფხაა - შაიშმელაშვილი

05.02.25 00:36
მზია ამაღლობელი და სხვა ჟურნალისტები “ოცნებისთვის“ ყელში გაჩხირული ფხაა - შაიშმელაშვილი

მზია ამაღლობელი და სხვა ჟურნალისტები ამათთვის ყელში გაჩხირული ფხაა, ესენი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ თქვენს გასანეიტრალებლად, - ამის შესახებ გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსნმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ის რაც მოხდა, მათთვის შესანიშნავი შანსი იყო, რომ მკაცრად დაესაჯათ ამაღლობელი.

შაიშმელაშვილის თქმით, მისი დაკავების ბრძანება სამინსიტროდან წამოვიდა და ამას დგებუაძე ერთპიროვნულად ვერ გადაწყვეტდა.

მზია ამაღლობელი და სხვა ჟურნალისტები ამათთვის ყელში გაჩხირული ფხაა, ესენი ყველა შესაძლებლობას გამოიყენებენ თქვენს გასანეიტრალებლად. ამიტომ, ის რაც მოხდა, ეს იყო მათთვის შესანიშნავი შანსი, რომ მკაცრად დაესაჯათ ამაღლობელი. ვინ უბრძანა დგებუაძეს - ბრძანება წამოვიდა ვერტიკალში, მინისტრიდან და მას არ ჰქონდა რესურსი შეწინააღმდეგებოდა. ამაზე რომ სპეკულაციას მოვრჩეთ - შსს -ში დეცენტრალიზებული მართვა არ არსებობს, ყველაფერი ხდება ცენტრალიზებული მიდგომით. გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს, აქციაზე ვინმე დააკავონ კი არა, საპირფარეშოში არ გავა.

ერთადერთი უმართავი ადამიანი, რომელიც აქციაზე გადის და რასაც უნდა აკეთებს, ეს არის ხარაზიშვილი. ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის გაწერილი და დაგეგმილი ოპერაცია, რომელსაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ატარებენ“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა

მსგავსი სიახლეები