ესენი არინა საკუთარი ხალხის მტერი და ქვეყანაში დღეს რუსული პოლიციური დიქტატურა მოქმედებს-ჩიკვაიძე

05.02.25 01:06
ესენი არინა საკუთარი ხალხის მტერი და ქვეყანაში დღეს რუსული პოლიციური დიქტატურა მოქმედებს-ჩიკვაიძე

მაქსიმუმ სამ თვეში, ეს ხელისუფლება აღარავის ემახსოვრება, მერე მე ვიქნები ინიციატორი, რომ ვინმე დაუსჯელი არ დარჩეს, - ამის შესახებ ბიზნესმენა, გიორგი ჩიკვაიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ადამიანები არიან ქვეყნის და საკუთარი ხალხის მტერი და “ქვეყანაში დღეს მოქმედებს რუსული, პოლიციური დიქტატურა.“

ეს რუსული რეჟიმი, ამ უხეირო დიქტატორის მეთაურობით რას გამიკეთებს, ჩემზე ბევრად მაგარ ბჭებს იჭერენ ყოველდღიურად, მზია ამღლობელი 24-ე დღეა შიმშილობს, ეს პრობლემა არ არის. პრობლემა არის სხვა რაღაცაში, უამრავ ადამიანს საკუთარი თავისთვის უმძიმესი განაჩენი გამოაქვს. მაქსიმუმ სამ თვეში ეს ხელისუფლება აღარავის ემახსოვრება. მერე მე ვიქნები ინიციატორი, მანამდე ციხეში თუ არ მოგვკლეს, ვინც მოვა ხელისუფლებაში, ერთი დღე და ერთი წამი არ აპატიებს, რომ ვინმე დაუსჯელი დარჩეს, რადგან ეს ადამიანები არიან ქვეყნის და საკუთარი ხალხის მტერი და ქვეყანაში დღეს მოქმედებს რუსული, პოლიციური დიქტატურა. ჩვენს წინაპრებს იმისთვის არ უბრძოლიათ, რომ ამ უხეირო დიქტატორმა მოირგოს ეს ქვეყანა“, - განაცხადა ჩიკვაიძემ.