შუბლზე ხელი ჩამოისვით, ბატონებო, ძარღვი საერთოდ არ გაქვთ? - ვახო სანაია ხელისუფლებას მიმართავს

14.09.21 15:43
შუბლზე ხელი ჩამოისვით, ბატონებო, ძარღვი საერთოდ არ გაქვთ? - ვახო სანაია ხელისუფლებას მიმართავს

ეს არის ზღვაში წვეთი, რაც გავრცელდა - ამის შესახებ ,,ფორმულას" ჟურნალისტმა და წამყვანმა ტვ ,,პირველის" ეთერში განაცხადა. ვახო სანაიას ვარაუდით, სასულიერო პირებზე გამოქვეყნებული სკანდალური ფაილები მხოლოდ მცირე რაოდენობაა იმ მასალების, რაც ხელისუფლებას კომპრომატის სახით საზოგადოების სხვა ჯგუფებზე აქვს უკანონოდ ჩაწერილი. 

ეს ხომ არის სასულიერო პირებზე მიმაგრებული შემადგენლობის მიერ გაკეთებული ჩანაწერები, ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა სფეროს თავისი ჯგუფი ჰყავს მიმაგრებული, თქვენ წარმოიდგინეთ, ამ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ელიტა, აქტიური ნაწილი ამ საზოგადოების, არის გადაღებული, ჩაწერილი, ვისაც ვერ აკონტროლებენ, ვისზეც გავლენა არა აქვთ, ვინც არ ემორჩილება. წარმოიდგინეთ, იმ წერილში ავტორი, ვინც ეს გამოაქვეყნა, წერს, რომ სახელს გაგიტეხთ, თქვენზე შეტევას მოვიტანთ, ანუ ვინც ამათ არ ემორჩილება, მათ მიმართ კამპანია უნდა იყოს. ჩვენ ხომ ამას ვხედავთ. 

უბედურებაში გახვიეს ეს ქვეყანა და დგანან ახლა და ზღაპრებს გვიყვებიან. გუშინ მამუკა მდინარაძეს ვუსმენდი, საერთოდ რას ლაპარაკობს, აზრი არ მოეკითხება ამ ადამიანს. შუბლზე ხელი მოისვით, ბატონებო, ძარღვი საერთოდ არ გაქვთ? ვოლსკი გამოვიდა, რაღაცა ფურცლებიო, ეს ფურცლებია, მთელი ქვეყანა ჰყავთ ჩაწერილი.

ვინც პედოფილიაში მხილებული, ის მღვდლები დასაჭერია, მაგრამ მინდა, დანარჩენებს მივმართო და მხარდაჭერა გამოვუცხადო. სასულიერო პირების პირადი ცხოვრება, ჩემი, როგორც საერო პირის, განსახილველი თემა არ არის. მაგრამ სახელმწიფოს რა უფლება აქვს, ჩაერიოს გინდა სასულიერო, გინდა საერო პირის პირად ცხოვრებაში? - აცხადებს ვახო სანაია.