აფეთქებები კრასნოდარის მხარეში - რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო

05.02.25 11:51
აფეთქებები კრასნოდარის მხარეში - რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე დრონებით შეტევა იყო

აფეთქებები იყო რუსეთის კრასნოდარის მხარის დაბა ნოვომინსკაიას რაიონში, სადაც კომპანია „ალბაშნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა მდებარეობს.

რეგიონის გუბერნატორ ვენიამინ კონდრატიევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ცნობით, დრონის ნამსხვრევები „დაეცა რეზერვუარს ნავთობპროდუქტების უმნიშვნელო ნარჩენებით“.

გუბერნატორის თქმითვე, „მეორე კატეგორიის ხანძარს“ 55 მეხანძრის და 19 ერთეული ტექნიკის მობილიზება დასჭირდა.

ბოლო ექვსი დღის განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ორჯერ, 31 იანვარს და 3 თებერვალს დაადასტურა დრონებით შეტევა რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე.