ვაჟა სირაძეს და თემურ კუპატაძეს "ხარება" მოდელებს ეძახის - შაიშმელაშვილი

05.02.25 12:54
ვაჟა სირაძეს და თემურ კუპატაძეს "ხარება" მოდელებს ეძახის - შაიშმელაშვილი

ვაჟა სირაძეს და თემურ კუპატაძეს "ხარება" მოდელებს ეძახის - როგორც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა, გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა, გაზაფხულის აქციებზე გდდ-ის შეფი ხელმძღვანელობაზე გაბრაზებული იყო და სპეცრაზმი არ გაიყვანა.

სადაც ხარაზიშვილი ჩნდება, იქ თვითონ გასცემს ბრძანებებს, ეგ არც ვაჟა სირაძეს და არც კუპატაძეს და არც თამაზაშვილს პატივს არ სცემს და ბევრჯერ მოუხსენებია უშვერი სიტყვებით. გაზაფხულის აქციებზე, ახალგაზრდებს რომ სცემა, ეტყობა უსაყვედურეს და გაბუტული იყო, სამი თუ ოთხი დღე, საერთოდ არ ერთვებოდა ამოცანაში. ჩვენი ქვედანაყოფები გადიოდნენ, კანცელარიის მიმართულებით შედიოდნენ, მაგრამ ამოცნაში არ ერთვებოდა. ხელმძღვანელბაზე იყო გაბუტული კუპატაძეს და სირაძეს მოდელებს ეძახის ეგ. ამათმა სისტემა გააუბედურეს. ყველაზე მძიმე სანახავი ეს არის. სისტემა აღარ არსებობს. თუ რამე შეიცვალა ამის ჩამოყალიბებას წლები დასჭირდება, ეს ნიშანვს, რომ ქვეყნის უსაფრთხოების საკითხი დგება კითხვის ნიშნის ქვეშ“, - განაცხადა შაიშმელაშვილმა.