ქარელის მუზეუმიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც აქციებში მონაწილეობდა

05.02.25 14:20
ქარელის მუზეუმიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც აქციებში მონაწილეობდა

ქარელის მუზეუმიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა. 

ლელა ეკალაძეს ა(ა)იპ ქარელის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების დაწესებულებების გაერთიანებამ შრომითი ხელშეკრულება აღარ გაუფორმა. ეკალაძე მუნიციპალური ა(ა)იპ-ის დაქვემდებარებაში არსებულ მხარეთმცოდნეობის მუზეუმში სპეციალისტად მუშაობდა. 

ლელა ეკალაძე ქარელში პროევროპულ აქციებში მონაწილეობდა.