როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს "ვივა მედიდან" გამოსული ადვოკატი

05.02.25 13:55
როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა - რას ამბობს "ვივა მედიდან" გამოსული ადვოკატი

მზია ამაღლობელი ექიმების 24 საათიანი მეთვალყურების ქვეშ არის - ჟურნალისტი ცოტა ხნის წინ ადვოკატმა მოინახულა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელის ინფორმაციით, „ბათუმელების“დამფუძნებლის მდგომარეობა სტაბილურია და მისი მოთხოვნაა, პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნონ. 

ჯუბა ქათამაძის თქმით, ამაღლობელის თხოვნაა, რომ ვინც მისი სოლიდარობის მიზნით შიმშილობს, ყველამ შეწყვიტოს შიმშილობა. 

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. რა თქმა უნდა, შესუსტებულია. იცით, რომ აქვს ჯანმრთელობის გარკვეული პრობლემები, თუმცა მხნედ გრძნობს თავს. აცხადებს, რომ ბრძოლას აგრძელებს, რითაც შეუძლია.

შიმშილობის პირველივე დღიდან, ჩვენ მიმართული გქვონდა პენიტენციურისთვის, რომ სამედიცინო დოკუმენტაცია მოეწოდებინათ, თუმცა ეს ინფორმაცია თავდაპირველად არ მოგვეწოდებოდა. გადავამოწმეთ სხვა ექიმებთან და არ იყო საკმარისი ეს დოუმენტაცია კვლევები, რაც უტარდებოდა. შემდეგ საიამ და მისი დაცვის მხარემ მივმართეთ, რო ჩატარებოდა შესაბამისი კვლევები. ამის შემდეგ დაიგეგმა ჩატარდა გარკვეული კვლევები, თუმცა აღმოჩნდა, რომ ყველა სახის სამედიცინო მომსახურება, რომელიც სჭირდება არ იყო შესაძლებელი პენიტენციურში და მის კლინიკაში და ამიტომ, გუშნ უკვე დაიგეგმა ქალბატონი მზიას ვივა-მედში გადმოყვანა, სადაც მას ჩაუტარდა გარკვეული კვლევები. 

ჩვენი მხრიდან მედიკოსთა ჯგუფის შექმნაზე მუშაობა მიმდინარეობს, უკვე დასრულებულია, გარკვეული ტექნიკური საკითხები არის დარჩენილი. მისი თხოვნაა, რომ მისი სოლიდარობის მიზნით ვინც შიმშილობს, შეწყვიტოს შიმშილობა. ეს ამძიმებს მხოლოდ და მხოლოდ მას", - აღნიშნა საია-ს იურისტმა.

სამედიცინო დახმარება და კვლევები რეჟიმის პატიმარ ჟურნალისტს გუშინ დასჭირდა. ის რუსთავის ციხიდან ჯანმრთელობის მდგომაროების გაუარესების გამო "ვივამდეში" გადაიყვანეს. ბათუმელების დამფუძნებელი 25-ე დღეა შიშილობს.