პოლიციიდან დამირეკეს, 26 იანვარს გზის გადაკეტვას მედავებიან რუსთაველზე - ილია ღლონტი
"დაიტოვეს" ერთ-ერთ თანადამფუძნებელს პოლიციიდან დაურეკეს - როგროც ილია ღლონტი წერს, მას 26 იანვარს გზის გადაკეტვას ედავებიან.
პოლიციიდან დამირეკეს. 26 იანვარს გზის გადაკეტვას მედავებიან რუსთაველზე… 5000 ლარი ან ადმინისტრაციული პატიმრობა", - წერს ღლონტი.
შეგახსენებთ, რომ ილია ღლონტის სახლში პირველ თებერვალს პოლიცია შევიდა და გაჩხრიკა - ამის შემდეგ სამოქალაქო აქტივისტი რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე ჰყავდათ გადაყვანილი.