მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმა

05.02.25 14:13
მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი 5000 ლარით დააჯარიმა

 

 

კიდევ ერთი რეპრესიული გადაწყვეტილება - მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა 19 წლის სტუდენტი ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და 5000 ლარით დააჯარიმა.

ვახტანგ ხვინთევანს 13 იანვარს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ.

"წარმოდგენილი ჰქონდათ ვიდეო-მტკიცებულება, სადაც ჯერ მე ვიყავი წარმოდგენილი, ვიდექი უბრალოდ აქციაზე. არ ჩანდა, სად ვიდექი და არც ის ჩანდა, რომ მე ვკეტავდი გზას. მაგრამ, ამის მიუხედავად, მე დამაბრალეს, რომ გადავკეტე გზა და 5000 ლარიანი ჯარიმა დამაკისრეს. ანუ, იმის ვიდეო არ აქვთ, რომ რამე გავაკეთე. ეს არის დაშინების მცდელობა. 5000 ლარის მოგროვება არ არის ხომ მარტივი, მითუმეტეს, იცოდა, რომ სტუდენტი ვარ, იცოდა, რომ გრანტიც არ მაქვს, ოფლიც კი არ წამოუვიდა, არანაირი რეაქცია არ ჰქონდა. მე თუ არ შევეცოდე, არ შეეცოდება სხვებიც", - ამბობს სტუდენტი.