ადვოკატების მომჩივან მოსამართლე ხუსკივაძეს ადვოკატთა ასოციაციამ საჩივარი არ დაუკმაყოფილა

05.02.25 14:52
ადვოკატების მომჩივან მოსამართლე ხუსკივაძეს ადვოკატთა ასოციაციამ საჩივარი არ დაუკმაყოფილა

მოსამართლე ადვოკატების წინააღმდეგ - ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიამ მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძის საჩივარი არ დააკმაყოფილა.

ამის შესახებ ერთ-ერთმა ადვოკატმა "პირველებს" განუცხადა. 

ირაკლი ხუსკივაძემ 5 ზე მეტ ადვოკატს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიაში 22 იანვარს უჩივლა.

ხუთზე მეტ უფლებადამცველს მოსამართლე დაცვის ქვეშ მყოფების უფლებების დარღვევაში ადანაშაულებდა.  ადვოკატთა ასოციაციაში გაგზავნილ წერილში ირაკლი ხუსკივაძე  ირწმუნებოდა, რომ იურისტებმა დაცვის უფლება არ შეასრულეს.  

საუბარია 11 იანვრის სხდომაზე, როდესაც  თავად კლანის მორჩილმა მოსამართლემ ბრალდებულები არაადამიანურ პირობებში ამყოფა. ამ დღეს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ადვოკატებმა მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეს განცხადებით მიმართეს.

ისინი საქმიანობის ჯეროვნად განხორციელებისთვის შესაბამისი პირობების შექმნას ითხოვდნენ.

 ამ ნაბიჯით სავარაუდოდ ირაკლი ხუსკივაძემ  თავი დაიზღვია და ადვოკატებს საჩივრის დაწერა დაასწრო.