მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას - რასა იუკნევიჩიენე
მოვითხოვთ მზია ამაღლობელის და სხვა 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, - ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
“ქართული ოცნება“ დემოკრატიაზე უხეშ თავდასხმას აგრძელებს. ჩვენ მზია ამაღლობელის და 52 პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ“, - წერს რასა იუკნევიჩიენე.
შეგახსენებთ, გუშინ ევროპელმა პოლიტიკოსებმა მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.