რეჟიმს პროტესტის ჩასახშობად კანონში ახალი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს
რეჟიმს პროტესტის ჩასახშობად კანონში ახალი რეპრესიული ცვლილებები შეაქვს - ცვლილებების მიხედვით, ყველა მუნიციპალიტეტს თავად ექნება საკუთარ ქალაქში საკანძო ადგილების სია, სადაც პროტესტი იქნება აკრძალული. შესაბამისად ადამიანები, ვინც ამ ადგილებში გამოხატავენ პროტეტს ან დაჯარიმდებიან ან მათ დააკავებენ.
ამის შესახებ დღეს განცხადება პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ გააკეთა, რომელმაც პირველი მოსმენით, შეკრება-მანიფესტაციების წესებისა და მასთან ერთად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გამკაცრებასთან დაკავშირებული ინიციატივები წარადგინა.
თითოეულ მუნიციპალიტეტს ექნება შესაძლებლობა განსაზღვროს ასეთი სატრანსპორტო კვანძების ჩამონათვალი, რომელთა ბლოკირებაც გამოიწვევს სამართალდარღვევას, შესაბამისი ჯარიმით ან პატიმრობით", - განაცხადა გორდულაძემ.
მისი თქმით, ასევე რეგულირდება კონსტრუქციების დემონტაჟის საკითხი და ის კონსტრუქციები, რომელიც არ არის აუცილებელი შეკრება-მანიფესტაციების ჩატარებისთვის, დაექვემდებარება დემონტაჟს. როგორც გორდულაძე აღნიშნავს, თუ ეს ასე არ მოხდება, სამართალდამცავები უზრუნველყოფენ კონსტრუქციების დემონტაჟს, ხოლო სამართალდამრღვევს შესაბამისი სახდელის გადახდა დაეკისრება.
„კანონპროექტის მიხედვით, იკრძალება შეკრება-მანიფესტაციების ჩატარება დახურულ სივრცეში, შენობაში. მესაკუთრის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე“, - განაცხადა გორდულაძემ.