სოლიდარობა ლაშა ჩხვიმიანს! - აქციის მონაწილეები დმანისში გაემგზავრნენ

05.02.25 15:34
სოლიდარობა ლაშა ჩხვიმიანს! - აქციის მონაწილეები დმანისში გაემგზავრნენ

აქტივისტები, მოქალაქეები და უფლებადამცველები მსვლელობით დმანისისკენ დაიძრნენ. ისინი გეგმავენ, დმანისის მერიასთან დაანონსებულ აქციას შეუერთდნენ და დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლაშა ჩხვიმიანს სოლიდარობა გამოუცხადონ. 

თავდაპირველი შეკრების ადგილი რესპუბლიკის მოედანი იყო. ადგილზე შეკრებილი ადამიანები ამბობდნენ, რომ ახლა ერთობას და ბრძოლას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ლაშა გავამხნევოთ, ლაშამ შეწყვიტოს შიმშილობა, იმიტომ, რომ ჩვენ ყველა თანამებრძოლი გვჭირდება ჯანმრთელი, გვჭირდება საღი და რაც მთავარია, ამ ბძროლაში, რომელიც იქნება გრძელვადიანი, იქნება ჩვენს გვერდით. თვითორგანიზებით ვინც გამოხატა სურვილი დმანისში წამოსვლის, ის ხალხი შეიკრიბა აქ, ასევე სხვა ლოკაციებზეც იკრიბებიან. საზოგადოება აგრძელებს იმ გზას, რასაც აგრძელებდა, - ამბობს "დაიტოვეს" დამფუძნებელი ილია ღლონტი.  

აქციის მონაწილეებმა ლაშა ჩხვიმიანს ასევე წერილები წაუღეს, რომელიც რუსტაველის გამზირზე გუშინ საღამოს შეაგროვეს.

დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილი ხელმძღვანელმი მეშვიდე დღეა დედასთან ერთად შიმშილობს. პროტესტის უკიდურესი ფორმით ის სოლიდარობას მზია ამაღლობელს უცხადებს. პარალერად, ის რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს ითხოვს.