ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

ევროპარლამენტში მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს.
ევროდეპუტატები მზია ამაღლოებლის პლატაკებით ხელში "ქართული ოცნების" რეჟიმს მის გათავისუფლებას სთხოვენ. "თავისუფლება მზია ამაღლობელს" - ეს არის ევროდეპუტატების მთავარი ლოზუნგი.
"ჩვენი მესიჯი ძლიერია. მზიას ვუცხადებთ სოლიდარობას და შეშფოთებას გამოვთქვამთ იმაზე რაც საქართველოში ხდება. ეს უკვე სასცილო აღარ არის. არ ვიცი მზიას რა შეიძლება დაემართოს. ვიმედოვნებ მომავალ კვირას უფრო მკაცრ გზავნილს გავაჟღერებთ, ქართული ოცნების მიმართ"- თქვა, ჟურნალისტ თამარ ნუცუბიძესთან ინტერვიუში, ევროდეპუტატმა პეტრას აუტრევიჩუსმა.