გალერი მოუწოდებს საფრანგეთს, პასუხი მოსთხოვოს მის მოქალაქე ივანიშვილს - თამარ ნუცუბიძე

05.02.25 16:49
გალერი მოუწოდებს საფრანგეთს, პასუხი მოსთხოვოს მის მოქალაქე ივანიშვილს - თამარ ნუცუბიძე

გერმანელი ევროპარლამენტარი და „ევროპის სახალხო პარტიის“ სპიკერი საგარეო საქმეთა საკითხებში, მიხაელ გალერი მოუწოდებს საფრანგეთს, პასუხი მოსთხოვოს მის მოქალაქე ივანიშვილს იმ ქმედებებსი გამო,რ აც ახლა საქართველოში მიმდინარეობს. 

ჟურნალისტმა თამარ ნუცუბიძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ გალერი მას ამის შესახებ დღეს ბრიუსელში ესაუბრა. 

ნუცუბიძის თქმითვე, ევროდეპუტატებმა განაცხადეს, რომ მკაცრი გზავნილები ექნებათ ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართაც, რომ "დრო არის მოქმედების".

მიხეილ გალერი გვესაუბრებოდა, რომელმაც გაიხსენა, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა და მან მოუწოდა საფრანგეთს, რომ ის გადავიდეს ქმედებებზე და პასუხი მოსთხოვოს მის მოქალაქეს ადამიანის უფლებების ასეთ დაზიანებისთვის, ქვეყნის სულ სხვა კურსზე გადაყვანისთვის და ჟურნალისტებზე ასე ზეწოლისთვის.

ევროდეპუტატებმა ასევე გვითხრეს, რომ მკაცრი გზავნილები იქნება ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანოების მიმართაც, რომ დრო არის მოქმედების.

ზოგიერთი ევროდეპუტატი ამბობს, რომ ხედავენ მსგავსებას რუსეთსა და ბელორუსში მიმდინარე მოვლენების და ისინი წინსწრებად აფრთხილებენ ევროკავშირის ქვეყნებს და აღმასრულებელ ორგანოებს, რომ ჯობია წინსწრებად გადაიდგეს ნაბიჯები, ვიდრე საბოლო შედეგი აღმოჩნდეს ის, რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ რუსეთში", - განაცხადა ნუცუბიძემ.