სასამართლოში გიგი უგულავას და კიდევ 3 პირის საქმის განხილვა იწყება

05.02.25 16:56
სასამართლოში გიგი უგულავას და კიდევ 3 პირის საქმის განხილვა იწყება

გიგი უგულავა საბადრაგო სამსახურმა სასამართლოში მიიყვანა - სხდომათა დარაბზში არიან მასთან ერთად დაკავებული აქციის სხვა მოანიწლეებიც - ირაკლი წიგნაძე, ვასილ ელიავა და ირაკლი ტაბატაძე.

ყველას პროკურატირა ციხეში 4 წლიანი მუხლით გაშვებას უპირებს. ოთოვე მათგანს გზაზე გადასვლას და მაგისტრალის გადაკეტვას ედავებიან, რაც, უფლებადამცველების თქმით, არ მომხდარა.

"პირველების" ინფორმაციით, პროკურატურა საპატიმრო გირაოს შუამდგომლობით შედის პროცესზე. 

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ აქვს გიგი უგულავას უფლებადამცველს, თუმცა მისი თქმით, თუ პროკურატურა ამ შუამდგომლობას მართლაც დააყენებს, ეს მოთხოვნა უსაფუძვლო იქნება. 

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის ბრალდება წარედგინათ და ბრალი გადაუკვალიფიცირდათ 2 თებერვალს დაკავებულ 8 პირს. ესენი არიან:

  • გიგი უგულავა
  • ირაკლი წიგნაძე
  • ირაკლი ტაბატაძე 
  • ნიკოლოზ კუტუბიძე
  • ვასილ ელიავა
  • ნიკოლოზ ქუმსიშვილი
  • ალექსანდრე გოგოლაძე
  • დიმიტრი ბიძინაშვილი