მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილმა ისაკო დევიძეს 3500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

05.02.25 17:55
მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილმა ისაკო დევიძეს 3500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა

მოსამართლე ლევან ცაგარეიშვილმა ისაკო დევიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად გამოაცხადა და სამოქალაქო აქტივისტს 3500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

ისაკო დევიძე 1-ელ თებერვალს მისი სახლის ჩხრეკის დროს დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებას ედავებოდნენ, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები