ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა შეწყვიტა

05.02.25 19:19
ლაშა ჩხვიმიანმა შიმშილობა შეწყვიტა

დმანისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ყოფილმა ხელმძღვანელმა შიმშილობა შეწყვიტა - ლაშა ჩხვიმიანმა 7-დღიანი შიმშილობის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკვების მიღებაზე უარი აღარ ეთქვა. 

ლაშა ჩხვიმიანმა დმანისის ქუჩებში მიმდინარე მსვლელობის დროს "პირველებთან" თქვა, რომ ახლა დროა, საზოგადოებამ ივანიშვილის რეჟიმს ერთიანობა აჩვენოს და სწორედ ამ გზით იბრძოლოს მის დასამარცებლად. 

მე დღეს ამ თაფლიანი წყლით შევწყვეტ შიმშილობას ამ ერთობის შემდგომ, რა ერთობაც დღეს დმანისში ვაჩვენეთ. მინდა ეს ერთობა იყოს გადამდები და არა ჩემი შიმშილობა. ჩვენ ყველა პატარა ქალაქში უნდა ვაჩვენოთ ეს ერთობა და ეს აიძულებს ჩვენს ემპათიადაკარგულ ხელისუფლებას, რომ ხალხის ჭკუაზე იაროს და ნუ გააკეთებენ სისულელეებს'', - ამბობს ლაშა ჩხვიმიანი.

ცნობისთვის, ჩხვიმიანმა 4 თებერვალს განაცხადა, რომ თუ დმანისის აქციაზე ბევრი ხალხი მივიდოდა, შიმშილობას შეწყვეტდა. დღეს კი დმანისში ყველა სფეროს წარმომადგენლები, მათ შორის, ხელოვანებიც ჩავიდნენ და ერთიანი ძალებით მასშტაბური მსვლელობა გამართეს.