საქალაქოში მიმდინარე 8 პირის გაერთიანებულ პროცესზე პროკურატურამ 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე 8 პირის გაერთიანებულ პროცესზე პროკურატურამ 5 000-ლარიანი საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა.
2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციის ფარგლებში სისხლის სამართლის წესით დაკავებული 8 პირის გაერთიანებული სასამართლო პროცესი იმართება.
ევროპული მომავლის სადარაჯოზე მდგომებს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების - გიგი უგულავას, ვასილ ელიავას, ირაკლი ტაბატაძის, ირაკლი წიგნაძის, დიმიტრი ბიძინაშვილის, ნიკოლოზ კუპატაძის, ნიკოლოზ ქუმსიშვილის და ალექსანდრე გოგოლაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.