"დაინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირს მივმართეთ და სამართლებრივი დასკვნის მომზადება ვთხოვეთ" - იოსელიანი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა აპარატმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით, ეუთო/ოდირს მიმართა და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება.
ომბუდსმენი საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა.
დღეს, 5 თებერვალს სახალხო დამცველმა მიმართა ეუთო/ოდირს და სთხოვა სამართლებრივი დასკვნის მომზადება იმ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც მიმდინარე კვირას დაინიცირდა საქართველოს პარლამენტში. წარმოდგენილი ინიციატივა დაჩქარებულად განიხილება და მიზნად ისახავს ცვლილებების შეტანას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში.
მითითებულ საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მოწოდების მიუხედავად, პარლამენტი კვლავ დაჩქარებული წესით განიხილავს კანონპროექტს, რაც არ იძლევა მასში სრულფასოვანი მონაწილეობის და ჩართვის შესაძლებლობას.
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, ეუთო/ოდირის დასკვნის გამოქვეყნებამდე, არ მისცეს კანონპროექტს შემდგომი მსვლელობა და იმედს გამოთქვამს, რომ ეუთო/ოდირის დასკვნა წარმოდგენილ კანონპროექტებთან დაკავშირებით, სრულად იქნება მხედველობაში მიღებული. ამასთან, მიღებული იქნება ყველა ზომა ადამიანის უფლებებზე ნეგატიური ეფექტების აღმოსაფხვრელად," - წერია განცხადებაში.
ხალხის პროტესტით შეშინებული რეჟიმი მოქალაქეების გაჩერებას რეპრესიული კანონებით ცდილობს. დრაკონულ კანონებს პარლამენტში მარტო დარჩენილი რეჟიმი ერთი-მეორეს მიყოლებით აინიცირებს. ჯარიმა წესდება ყველაზე, ვინც "ოცნების" ჩინოვნიკს ან მის ოჯახის წევრს შეურაცხყოფას მიაყენებს. ისევე, როგორც რუსეთში, იზრდება ადმინიტარციული პატიმრობის ვადაც. დასჯადი ხდება დახურულ სივრცეებში, მათ შორის უნივერსიტეტის შენობაში აქციის გამართვაც.
ძირითადი ცვლილებები შეეხება ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობების გამკაცრებას იმ მუხლებზე, რომლებითაც მიმდინარე აქციის მონაწილეებს ყველაზე ხშირად აკავებენ, მათ შორისაა, წვრილმანი ხულიგნობა, პოლიციელის დაუმორჩილებლობა, პოლიციელზე თავდსხმა, შეკრება-მანიფესტაციების წესების დარღვევა.
ცვლილებები ეხება საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის/დანიშვნის კრიტერიუმებს, კომისიის არჩეულ/დანიშნული წევრის უფლებამოსილებას, გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესს და ა.შ.