ერთ დარბაზში განსასჯელის სკამზე რვა სინდისის პატიმარი ზის - დაკავებულები ვერდიქტის მოლოდინში არიან

05.02.25 20:03
ერთ დარბაზში განსასჯელის სკამზე რვა სინდისის პატიმარი ზის - დაკავებულები ვერდიქტის მოლოდინში არიან

ყურადღების ცენტრშია საქალაქო სასამართლო - ერთ დარბაზში განსასჯელის სკამზე რვა სინდისის პატიმარი ზის. 5 ათასი ლარი საპატიმრო გირაო, გადახდის ვადა ერთი თვე- ამ შუამდგომლობით მიმართა პროკურატურამ რვავე ბრალდებულის საქმეზე მოსამართლეს.

პროცესი, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახეზე მსჯელობენ, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე დავით კურტანიძე, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას და გაუშვებს თუ არა მათ თავისუფლებაზე. 

დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით 2 თებერვალს დაპატიმრებულმა ბრალდებულებმა მიმართეს, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან. 8 მათგანივე ამბობს, რომ უდანაშაულოები არიან და არ ჩაუდენიათ წარდგენილი ბრალდება. 

არ ვეთანხმები პროკურატურის მიერ წარმოთქმულ ბრალს. მე არ ვთვლი თავს დამნაშავედ. ვისთვის იღებთ ამ გადაწყვეტილებებს, რომ აქ ქვეყანაში ყველა გაიქცეს. მე ვთვლი, რომ უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა იმ ხალხის გამო, ვინც რუსთველის გამზირზე დგას და იბრძვის, რომ დღეს ჩვენ ესეთ ქვეყანაში გვეცხოვრა და ამ ქვეყანას დამოუკიდებლობა ჰქონდა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება ამ ხალხის მიმართ, გვაქვს ვალდებულება გმირების მიმართ, ტატუნაშვილის მიმართ. ამ ხალხმა თავის საკუთარი სიცოცხლე გასწირა და ჩვენ არ გაქვს უფლება გაჩერების. მე ვემსახურები ჩემს ქვეყანას, ეს ბრძოლა გაგრძელდება '', - ამბობს დიმიტრი ბიძინაშვილი.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას ჩართვაში.