სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას, ცემას, გაუბედურებას - უგულავა სხდომაზე სიტყვით გამოვიდა
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე გიგი უგულავამ სიტყის უფლებით ისარგებლა - პოლიტიკოსმა ადგილზე მყოფ პოლიციელებსა და მოსამართლეს კითხვით მიმართა.
"სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას, ადამიანების ცემას, ადამიანების გაუბედურებას?!" - იკითხა გიგი უგულავამ, რომელიც 2 თებერვლას, "თბილისი მოლთან" დააკავეს.
მე მინდა შეკითხვა დავუსვა აქ წარმოდგენილ ყველა ადამიანს, პოლიციელს. სადამდე აპირებს სისტემა ადამიანების წამებას, ადამიანების ცემას, ადამიანების გაუბედურებას. ეს არ არის მარტო შეკითხვა, მე იმედი მაქვს, რომ როდესაც სახლში მიბრუნდებით, ამ შეკითხვას საკუთარ თავს უსვამთ, ან ოჯახის წევრები გისვამენ.
მეორე შეკითხვა, რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი. მიზანი თუ არის, რომ ჩვენ ვიყოთ იზოლირებული, მსოფლიოდან ჩამოშორებული, გაუბედურებული, ჩამორჩენილი ქვეყანა, რომელიც ემსახურება ერთი ადამიანის სრულიად გიჟურ და წარმოუდგენელ ოცნებებს. არ მგონია, ეს თქვენი შვილებისა და თქვენი ოცნება იყოს. სადამდე უნდა გაგრძელდეს, ამას ხომ უნდა ჰქონდეს ლიმიტი'', - განცხადა გიგი უგულავამ.
ყურადღების ცენტრშია საქალაქო სასამართლო - ერთ დარბაზში განსასჯელის სკამზე რვა სინდისის პატიმარი ზის. 5 ათასი ლარი საპატიმრო გირაო, გადახდის ვადა ერთი თვე- ამ შუამდგომლობით მიმართა პროკურატურამ რვავე ბრალდებულის საქმეზე მოსამართლეს.
პროცესი, სადაც აღკვეთი ღონისძიების სახეზე მსჯელობენ, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე დავით კურტანიძე, დააკმაყოფილებს თუ არა პროკურატურის შუამდგომლობას და გაუშვებს თუ არა მათ თავისუფლებაზე.
დღევანდელ პროცესზე მოსამართლეს სიტყვით 2 თებერვალს დაპატიმრებულმა ბრალდებულებმა მიმართეს, რომელთაც სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავებიან. 8 მათგანივე ამბობს, რომ უდანაშაულოები არიან და არ ჩაუდენიათ წარდგენილი ბრალდება.