ასპინძაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს - მედია

05.02.25 20:23
ასპინძაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს - მედია

ასპინძაში დაკარგული ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს - ამის შესახებ ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას გულისხმობს. დანაშაული 2-დან 4-წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, ახალგაზრდა კაცი 2 თებერვალს გაუჩინარდა.