პასუხი უნდა მოეთხოვოს უწმინდურობაში ბრალდებულს - ამბოხებული ბერები მეუფე სტეფანეს წინააღმდეგ

14.09.21 17:34
პასუხი უნდა მოეთხოვოს უწმინდურობაში ბრალდებულს - ამბოხებული ბერები მეუფე სტეფანეს წინააღმდეგ

,,მიუღებელია, როცა ეკლესიის წიაღში ხარ, სხვას ასწავლი სიწმინდის დაცვას და ამ დროს შენთვითონ ხარ ამაში ბრალდებული" - ჭყონდიდის ეპარქიის ამბოხებული ბერები მეუფე სტეფანეს ახსნა-განმარტებებს ითხოვენ. 

სუს-ის მასალების გამოყვეყნების შემდეგ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდლები მიტროპოლიტ სტეფანეს დაუპირისპირდნენ.

მათი თქმით, მეუფე სტეფანეს გარყვნილი ქმედების შესახებ ბევრი რამ სუს-ის დოკუმენტების გამოქვეყნებამდეც იცოდნენ.

როცა ეკლესიის წიაღში ხარ და სხვას ასწავლი ცხოვრების განცდას, სიწმინდის დაცვას და შენთვითონ ხარ ამაში ბრალდებული, ეს ყოვლად მიუღებელია და საშინელი ფაქტები, რაც გამჯღავნდა და გამოიტანეს, ამაზე ხომ უნდა აგოს პასუხი? 

ვფიქრობ, ამ ქვეყანაში ვინც პატიოსანი და დედა ეკლესიის შვილია, თუ ვინმე დარჩა, ყველამ ასე უნდა მოსთხოვოს პასუხი - აცხადებს მამა ათინოგენე.

 

"შენ ხარ მრუში და კრიმინალი,"  ამ სიტყვებით მიმართეს სასულიერ პირებმა სალხინოში   ჩასულ მეუფეს. 

დაპირისპირება მონასტრის ტერიტორიაზე სასულიერო პირებს შორის  ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა.

მეუფე სტეფანეს მღვდლები სკოლაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ.

მსგავსი სიახლეები