პური ოქტომბრიდან 10 თეთრით გაძვირდება

14.09.21 18:29
პური ოქტომბრიდან 10 თეთრით გაძვირდება

ხელისუფლების კიდევ ერთი წინასაარჩევნო საჩუქარი მოსახლეობას. პური ისევ ძვირდება. ოქტომბრიდან  ხორბლის ნაწარმზე ფასი 10 თეთრით გაიზრდება.
მწარმოებლები ამბობენ, რომ ფასი, რომელსაც ახლა პურში ვიხდით, მხოლოდ დროებით არის შეკავებული. თუმცა ეს დიდხანს ვერ გაგრძელდება. ადგილობრივ ბაზარზე ფქვილის ღირებულება  გაზრდილია, რაც უახლოეს პერიოდში პურის გაძვირებაზე პირდაპირ აისახება. პურპროდუქტების მწარმოებელი კომპანიის მესვეურები აცხადებენ, რომ  სახელმწიფომ სუბსიდირების პროგრამა უნდა აამოქმედოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელ პროდუქტზე  ფასის მომატება გარდაუვალია.