უტა ივანიშვილისა და თეიმურაზ ლეჟავას შეხვედრა - სკანდალურ სტატიას იაპონიაში საქართველოს ელჩი ეხმაურება

06.02.25 19:18
უტა ივანიშვილისა და თეიმურაზ ლეჟავას შეხვედრა - სკანდალურ სტატიას იაპონიაში საქართველოს ელჩი ეხმაურება

უტა ივანიშვილისა და თეიმურაზ ლეჟავას შეხვედრა - სკანდალურ სტატიას იაპონიაში საქართველოს ელჩი სოციალურ ქსელ იქსზე ეხმაურება.

ლეჟავა აქვეყნებს ფოტოს, სადაც Shūkan Bunshun-ის ჟურნალი აქვს სახეზე აფარებული და წერს:

მეგონა პირველი გაზაფხულის ნიავი იყო, მაგრამ ბუშუნის ტყვია აღმოჩნდა"

ბიძინა ივანიშვილის უფროსი შვილი იაპონიაში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავას შეხვდა - აუდიენცია 26 იანვარს, ტოკიოს ერთ-ერთი რესტორნის კუთხეში შედგა. ამის შესახებ იაპონური მედიასაშუალება Shūkan Bunshun იუწყება.

გამოცემა ავრცელებს შეხვედრის ამსახველ ფოტო მასალასაც, სადაც ჩანს ლეჟავა, თუმცა დაფარულია ივანიშვილის უფროსი შვილის, უტა ივანიშვილის სახე.

Shūkan Bunshun-ის მტკიცებით, შეხვედრა დაახლოებით ერთი საათს გაგრძელდა, რომლის ბოლოსაც ლეჟავამ ივანიშვილს დიდი შავი ჩანთა გადასცა და უთხრა, რომ - "აქ არ გახსნა, იმედი მაქვს გამოგადგება".