ტურიზმის სფეროს ხმაურიანი შეხვედრა - "25 წელზე მეტია, ჩვენ აღებული გვაქვს ევროატლანტიკური გეზი, რატომ გადავხტით უცბად აზიაზე?"

06.02.25 20:45
ტურიზმის სფეროს ხმაურიანი შეხვედრა - "25 წელზე მეტია, ჩვენ აღებული გვაქვს ევროატლანტიკური გეზი, რატომ გადავხტით უცბად აზიაზე?"

 

 

ხმაურიანი შეხვედრა - სფეროს წარმომადგენლები ტურიზმის ადმინისტრაციისგან დასაბუთებულ განმარტებებს ითხოვენ.

25 წელზე მეტია, ჩვენ აღებული გვაქვს ევროატლანტიკური გეზი, რატომ გადავხტით უცბად აზიაზე? - ასე მიმართა შეხვედრაზე ია თაბაგრამა ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას. 

25 წელზე მეტია, ჩვენ აღებული გვაქვს ევროატლანტიკური გეზი და უცებ, დაწყებული 2023 წლის სექტემბრიდან, შემდეგ მთელი 2024 წელი, ისე რომ არავის არაფერს არ უთანხმებთ, არც აზრს ეკითხებით, გადავხტით უცბად აზიაზე. ამას არ მოყოლია დასაბუთებული განმარტებები, რატომ კეთდება ეგ", - ამბობს ია თაბაგარი.

დღეს სფეროს წარმომადგენლება ტურიზმის ადმინისტრაციას პირდაპირ უთხრეს, რომ ისინი რეჟიმს ემსახურებიან.