"ემსახურებით რეჟიმს! სამოქალაქო პოზიცია დააფიქსირეთ იმ ძალადობაზე, რაც ხდება?" - თამუნა თანდაშვილი ტურიზმის ადმინისტრაციას
ტურიზმის წარმომადგენლების ხმაურიანი შეხვედრა - დღეს სფეროს წარმომადგენლება ტურიზმის ადმინისტრაციას პირდაპირ უთხრეს, რომ ისინი რეჟიმს ემსახურებიან.
თამუნა თანდაშვილმა ტურიზმის ადმინისტრაციის მენეჯმენტს უთხრა, რომ ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას სამოქალაქო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ მოქალაქეების, მათ შორის მათ წარმომადგენლებზე განხორცეიელებულ ძალადობასა და წამებაზე.
თანდილაშვილმა სხდომაზე განაცხდა, რომ ასეთ ვითარებაში, რაც ახლა საქართველოშია, ტურიზმის აყვავებაზე საუბარი სასაცილოა.
ძალიან ბევრი ადამიანი ზის, გარეთაც ბევრი ადამიანია, მთელი დეკემბრის განმავლობაში ვისაც თავში ურტყამდნენ და გაზით გუდავდნენ. ჩვენი ხმა თქვენ არ გესმით. არც კითხვებზე პასუხი არ ისმის. თქვენ ის ადამიანები ხართ, ვისთანაც წლობით მეგობრობა, თანამშრომლობა, პატივისცემა გვაკავშირებს. თქვენ ის ინსტიტუცია ხართ, ვისაც გეთანამშრომლეთ ბევრი წელი. დღეს ვნანობ, რომ თქვენ საერთოდ გამარჯობას გეუბნებით იმ გულგრილობისთვის, რასაც თქვენ იჩენთ, იმ არასწორი სამოქალაქო პოზიციისთვის, რასაც თქვენ აკეთებთ, იმ მიზნებისთვის და რეჟიმისთვის, ვისაც ემსახურებით თქვენ დღეს. და კი, თქვენ ემსახურებით რეჟიმს დღეს. ამ ტყუილებში, რაც აქ მოყევით, ერთხელ უკვე ფეისბუკზე გამხილეთ. თქვენ რუსეთი გააქრეთ სტატისტიკიდან და თურქეთზე თქვით, რომ უპრეცედენტო ზრდა გაქვთ", - ამბობს თანდილაშვილი.