სუს-ის სკანდალური ჩანაწერები - მღვდლების პროტესტი სოციალურ ქსელში
სუს-იდან გამოჟონილი ფარულ ჩანაწერებს მღვდლების ჯაჭვური პროტესტი მოჰყვა. შოკიდან გამოსვლის შემდეგ სასულიერო პირები ხელისუფლებას უკანონო ფარული მოსმენების გამო აკრიტიკებენ, თუმცა საპატრიარქოს ოფიციალურ განცხადებამდე უკმაყოფილებას მხოლოდ სოციალურ ქსელში გამოხატავენ.
ერთ-ერთი, ვინც სკანდალურ ამბავს ეხმაურება, სამების საკატედრო ტაძრის არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილია. "ვეძებ ზუმერს ტელეფონისთვის - "გმადლობთ, რომ დაგვიკავშირდით. გაცნობებთ, რომ მომსახურების გაუმჯობესების მიზნით ჩვენი საუბარი იწერება", - წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში. სასულიერო პრიების ნაწილი კი პირდაპირ ამბობს, რომ სუს-ი ეკლესიის წინააღმდეგ კაგებეს მეთოდებით მუშაობს.