ტრაგედია სოფელ ალგეთში - 23 წლის ქალის გატაცებას ქალის ბებია ემსხვერპლა

15.09.21 11:49
ტრაგედია სოფელ ალგეთში - 23 წლის ქალის გატაცებას ქალის ბებია ემსხვერპლა

ტრაგედია სოფელ ალგეთში - 23 წლის ქალის გატაცებას ქალის ბებია ემსხვერპლა. ქალი  მამაკაცმა ქორწინების მიზნით გაიტაცა, ავტომობილს ადევნებული ბებია კი ნერვიულობის ნიადაგზე გარდაიცვალა. 

მეორე ვერსიით, ქალის ოჯახის წევრებს  გამტაცებლები ავტომობილით შეეჯახნენ, რის შედეგადაც ქალის ბებია  ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი კლინიკაში გადაიყვანეს.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს გარდაცვლილი ქალის შვილი და ირწმუნება, რომ დედა ავტომობილის დადევნების დროს წაიქცა და გარდაიცვალა. 

 გუშინ მოვიდნენ და გაიტაცეს გოგო. დაავადებულმა დედაჩემმა კილომეტრები სდია ამ მანქანას, რომ გაეჩერებინა, რა დროსაც დაეცა და გარდაიცვალა, მაგრამ გოგოც ძალიან უმია, არ გვიყვება არაფერს. ამ შემთხვევის მერე კომუნიკაცია არ გვქონია. გუშინ ყველა გამოვიკითხეთ. გავრცელებული ინფორმაცია, რომ დედაჩემს მანქანით დაეჯახნენ, ტყუილია, - ამბობს გარდაცვლილი ქალის შვილი. 

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მოხუცი ქალი ნერვიულობას ემსხვერპლა. 

გავრცელებული ცნობით, საგამოძიებო უწყებამ გატაცების ორგანიზატორების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო.